რუსთავში, “რუსელოისის“ ქარხანაში მამაკაცი წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა

რუსთავში, „რუსელოისის“ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა.

შემთხვევა 2 იანვარს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 44 წლამდე ასაკის მამაკაცს ფეხი დაუცდა და ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები