“თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ გადამწყვეტი მოქმედებებით უპასუხებს” – ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტი მოქმედებებით უპასუხებს.

“ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დაწყებული მომავალი კვირიდან ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით, ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას – “არაფერი შენზე შენს გარეშე” პრინციპის მიმართ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები