პატრიარქი: ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ, დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები მართლაც ბედნიერები იქნებიან

ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ, დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები მართლაც ბედნიერები იქნებიან, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ.

„განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს. ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით, მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია. გისურვებთ ჯანმრთელობას!

დადექით ფეხზე და მე უნდა დაგლოცოთ: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარეობითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ!“, – განაცხადა უწმინდესმა საახალწლო მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები