შალვა პაპუაშვილი გიორგი ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი არქიტექტორისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიორგი ბათიაშვილის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.

„განუზომელია ის დამსახურება, რომელიც მას ჩვენი დედაქალაქისა და მისი ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებაში მიუძღვის.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გიორგის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები