კრემლი თეთრ სახლს  ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება, თუ აშშ რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის სანქციებს დაუწესებს

უკრაინაში შესაძლო ახალი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრულ გაწყვეტის წინაპირობას ქმნის, – ამის შესახებ ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, ბაიდენმა საუბარში აღნიშნა “რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების ვარიანტი” უკრაინის ირგვლივ ესკალაციის შემთხვევაში და თითქოს ამაზე პუტინმა „ამომწურავი პასუხი“ გასცა.

“კერძოდ, ითქვა, რომ ეს იქნებოდა მძიმე შეცდომა, ფაქტობრივად, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების სრული გაწყვეტის საფრთხის შემცველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ პუტინმა ბაიდენთან განიხილა „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ რუსეთის მოთხოვნასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დაწყება. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა „დაწვრილებით ახსნა პრინციპული მიდგომები“ რუსეთის მიერ შეერთებულ შტატებსა და ნატო-სთან შემოთავაზებულ ხელშეკრულებებში.

კრემლში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს „მტკიცე სამართლებრივი გარანტიები“, რომ არ მოხდეს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება და არ განთავსდეს რუსეთის საზღვრებთან საფრთხის შემცველი იარაღი.

კრემლში ამბობენ, რომ საუბარი იყო გულწრფელი და საქმიანი და პრეზიდენტებმა საახალწლო მილოცვები და საუკეთესო სურვილები გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები