ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, 2021 წელს დაღუპულ თანამშრომლების დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, 2021 წელს დაღუპულ თანამშრომლების დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, 2021 წელს დაღუპული თანამშრომლების: რამინ ჟორჟოლიანის, გოჩა კობაურის, სერგო მამნიაშვილის და ავთანდილ ჩიხლაძის ოჯახის წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცს, წლების განმავლობაში გაწეული გულითადი სამსახურისთვის მადლობის სიგელები და საახალწლო ტკბილეული გადასცეს.

აფხაზეთის ომის ვეტერანები, რამინ ჟორჟოლიანი, გოჩა კობაური, სერგო მამნიაშვილი და ავთანდილ ჩიხლაძე, წლების განმავლობაში მუშაობდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და კოლეგებსა და თანამებრძოლებში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები