ოკუპირებულ აფხაზეთში, ძველი გაგრის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში, არძინბას გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა გაგრის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერ-ერთ ავტომობილში ჩარჩენილი მძღოლი და მგზავრი გამოიყვანეს.
მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის გამომწვევი მიზეზები დგინდება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.