გია ვოლსკი: მომავალი დაგვანახებს, რომ იქმნება 2 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ეს რეალობაა და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს აქაურებმაც და ვიოლა ფონ კრამონმაც

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, იქმნება ორი ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს.

“სამართლებრივი მხარე აბსოლუტურად მოგვარებულია. მომავალი დაგვანახებს, რომ, რეალურად, იქმნება ორი დამოუკიდებელი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს, ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი აქაურებმაც და, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონმაც. გარდა ამისა, იყო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უსამსახუროდ რჩება ხალხის გარკვეული რაოდენობა, რაც ასევე რეალობას არ შეესაბამება. პირადად ჩემთვის გასაკვირიც არის ის განცხადება, ის გააფთრებული შეტევა, რასაც დღეს ამ უწყების ხელმძღვანელი ახორციელებს. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან აწარმოებს ამ შეტევას”, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას “შემაშფოთებელს” უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები