ალექსანდრე ჭიკაიძე: დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორების გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, გენდერული ბალანსის გაუმჯობესების მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ქალ თანამშრომელთა რაოდენობა 60%-ით გაიზარდა. როგორც შს მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) გახსნა, ასევე არსებული იზოლატორების რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, თანამშრომელთა ტრენინგი.
“2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, მონიტორინგის მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების მიერ 120-ზე მეტი (2012 ნოემბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე 90–ზე მეტი, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე 30-ზე მეტი) ვიზიტი განხორციელდა; მოხდა დმი-ს ინფრასტრუქტურის (თბილისის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონული დმი-ების) რეაბილიტაცია; გენდერული ბალანსის გაუმჯობესების მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 60%-ით გაიზარდა ქალ თანამშრომელთა რაოდენობა; დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) გახსნა, ასევე არსებული იზოლატორების რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, თანამშრომელთა ტრენინგი. დაკავებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით იზოლატორებში გაიზრდება სამედიცინო პერსონალის (ექიმების) რაოდენობა. იზოლატორებში ასევე გაიზრდება თანამშრომელ ქალთა რაოდენობა“, – განაცხადა შს მინისტრმა.
ალექსანდრე ჭიკაიძემ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
„შსს ხელმძღვანელობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. განახლდება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“,- აღნიშნა მინისტრა.