თუ საბერძნეთში ჩასვლას აპირებთ – რა პროცედურების გავლა მოუწევთ ტურისტებს და რომელი რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში
საბერძნეთში საშობაო და საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა – ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ნიღბის ტარება გარე და საჯარო სივრცეებში აუცილებელია.
საბერძნეთში ჩასულმა მოგზაურებმა ჩასვლიდან მეორე და მეოთხე დღეს ტესტირება უნდა ჩაიტარონ.
ქვეყანაში „ომიკრონის“ „ტალღას“ ელოდებიან, ჯანდაცვის სისტემის სერვისები და ინტენსიური თერაპიის კაბინეტები უკვე გადატვირთულია. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღესასწაულთან დაკავშირებული შეკრებების გამო, ნიღაბი სავალდებულო გახდა. რეგულაციები 3 იანვრამდე გასტანს. 3 იანვრიდან კი ახალი წესები ამოქმედდება, რომელთა მიხედვით, სუპერმარკეტებში შესვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ მაღალი დაცვის მქონე ან ორმაგი ნიღბით იქნება შესაძლებელი.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ზრდასრული მოსახლეობის 80% მალე აცრილი იქნება. საბერძნეთის მოსახლეობის 30-მა პროცენტმა უკვე მიიღო „ბუსტერდოზა“.