ონის მუნიციპალიტეტის “სამუსიკო სკოლაში” საახალწლო კონცერტი გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის ააიპ “სამუსიკო სკოლაში” საახალწლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
“სკოლის დირექტორმა – ლევან ბერელიძემ დამსწრე საზოგადოებას და კონცერტში მონაწილე ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.