ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა საახალწლო ნობათები მიიღეს
ტრადიციულად, წინასაახალწლო დღეებში ბაგა- ბაღებში რეგისტრირებულ პატარებს ქალაქის მერია ტკბილეულით ასაჩუქრებს. წელს 8000- მდე ბავშვმა მიიღო საახალწლო ამანათი. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
“ახალი წლის დღესასწაული ყველაზე მეტად ბავშვებს ახარებს და ჩვენც, ტრადიციულად, ვეცადეთ – კიდევ უფრო გაგვეხარებინა ჩვენი პატარები. ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ტკბილეული დავურიგეთ. ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი მინდა, ვუსურვო ყველა ბავშვს!”, – განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.
საჩუქრები უკვე დარიგდა ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღში.