პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პატლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” დეპუტატი, შალვა პაპუაშვილია წარდგენილი. მის ამ პოსტზე ასარჩევად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

ცნობისთვის, პარლამენტის სპიკერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კახა კუჭავამ 24 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები