რომელ ქვეყნებში არ ურჩევენ ამერიკელებს მოგზაურობას – CDC-მ კოვიდის მაღალი გავრცელების გამო, “საშიშ კატეგორიაში” კიდევ 3 ევროპული ქვეყანა შეიყვანა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) მოგზაურობისთვის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებს ევროპის კიდევ სამი ქვეყანა დაამატა. CDC ამერიკელებს ურჩევს, თავი შეიკავონ მალტაში, მოლდოვასა და შვედეთში მოგზაურობისგან. აღნიშნული ქვეყნები შევიდნენ “მეოთხე დონის – კორონავირუსის მაღალი გავრცელების” კატეგორიაში.
შვედეთი მანამდე საფრთხის მესამე დონეზე, “მაღალი რისკის” კატეგორიაში იყო, ახლა კი ყველაზე “საშიშ” კატეგორიაში დანიას, ფინეთს, ისლანდიას და ნორვეგიას შეუერთდა.
გუშინ შვედეთში ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვით ყველა ტურისტს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, კორონავირუსის ნეგატიური ტესტის წარდგენა მოეთხოვება.