ბიბილოვი წნელისზე – “აღარ მინდა ომი ჩემი ხალხისთვის, ჩვენ ამ პრობლემას პოლიტიკური მეთოდებით მოვაგვარებთ”
ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, მას არ სურს ნწელისთან “ქართული საგუშაგო” საომარი მოქმედებების გზით აიღოს, რადგან არ სურს ომი ოსი ხალხისთვის.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა და საკუთარ ოპონენტებს უპასუხა.
წნელისთან შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ბიბილოვმა თქვა, რომ “ქართული საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს”.
„ამიტომ გადაწყდა ჩვენი მესაზღვრეების ჩაყენება. და არცერთი მათგანი (ოპოზიციის წარმომადგენელი) არ ჩასულა და არ მოუნახულებია მესაზღვრეები. არც ერთი არ მისულა და არ შეუთავაზებია დახმარება.თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ბლოკპოსტი ომით გავიტანოთ, გაიხსენეთ, როგორ იყო ხალხი უკვე მზად ბავშვების გასაყვანად და ევაკუაციისთვის. მე აღარ მინდა ომი ჩემი ხალხისთვის. ჩვენ ამ პრობლემას პოლიტიკური მეთოდებით მოვაგვარებთ“, – განაცხადა ბიბილოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია ეძებს დამნაშავეებს წნელისთან შექმნილი ვითარების გამო,”მაშინ დაიწყოს ძებნა 2009 წლიდან და ამავდროულად იმასაც გაარკვევენ, რატომ დაკარგა ოსეთმა ტირსიგი და სხვა ტერიტორიები“.