სემეკმა 6 კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000-5000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000-5-000 ლარით, 6 კომპანია დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაჯარიმების საფუძველი კომპანიების მიერ რეგულაციების დარღვევაა, კერძოდ, კომპანიებმა სემეკში, სრულყოფილად არ წარმოდგინეს წლიური ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტის ანგარიშები.
5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა შპს „ფერს“, შპს „სუპორჰესს“, შპს „ენერგიას“, შპს „ჯონოული 1“-ს, შპს „მაქსანია-2014“-ს, შპს „ჰიდროენერჯის“. ამასთან, კომპანიებს განემარტათ, რომ არაუგვიანეს 1 თებერვლამდე ფინანსური ანგარიშგების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს მათთან მიმართებით საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.