თამარ გაბუნიას განცხადებით, პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად, მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად, მცირდება.

როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დილის მდგომარეობით, 4951 პაციენტია, მათ შორის, რეანიმაციაში 297 ადამიანი იმყოფება

მისი თქმით, ამ წუთისთვის თავისუფალია 3701 საწოლი, რომელიც რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში მცირე გამონაკლისების გარდა, რადგან თუ საჭირო იქნება, „ომიკრონის“ ტალღის მატებასთან ერთად, იანვარში ჰოსპიტალური სექტორი ამას დახვდეს სრული მზაობის პირობებში.

ამასთან ერთად, გაბუნიამ ვაქცინაციის ტემპზეც ისაუბრა.

„ვაქცინაციის მაჩვენებლები ბოლო პერიოდში იმატებს, რაც არის განპირობებული ფინანსური წახალისებით, რომელიც ნოემბერში ამოქმედდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საბჭომ მიიღო, არის ამ სქემის გაგრძელება და გაფართოება მომავალი წლიდან – 50 წლის ზემოთ პირებიც ჩაერთვებიან ამ სქემაშიც და ვფიქრობთ, რომ ეფექტურობა გაიზრდება და ჩვენ გვექნება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები