ნიგერიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხზე სამი საელჩო მუშაობს

ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სამი საელჩო ჰყავს ჩართული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, ნიგერიაში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
“ამ კუთხით ჩვენ ჩართული გვყავს სამი საელჩო, კიევის საქართველოს საელჩო, სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულო და ეთიოპიაში ჩვენი საელჩო, რათა მათ მოიძიონ ინფორმაცია, გაერკვნენ საქმის ვითარებაში და მოგვაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, რა მდგომარეობაში არიან ჩვენი მეძღვაურები ზოგადად, ასევე როგორ მიმდინარეობს ამ ფაქტის გამოძიება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მეზღვაურებს”, – განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სამი ქართველი მეზღვაურია დაკავებული. აქედან ერთი კაპიტანია. გემის მფლობელი თურქული კომპანიაა. გემის ეკიპაჟს ბრალად ედება იარაღის კონტრაბანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები