აშშ-ში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში  დენვერსა და ლეიკვუდში სროლის რამდენიმე ეპიზოდის შედეგად, ხუთი ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ ინფორმაციას  Fox News-ი ავრცელებს.

დენვერის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, პოლ პეიზენის თქმით, ქალაქის სხვადასხვა მხარეს სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი  ლეიკვუდში, სადაც მანამდე დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა, პოლიციელს ესროლა.

წინასწარი მონაცემებით, სროლის ყველა ეპიზოდი უკავშირდება ერთ თავდამსხმელს, რომელიც ლეიკვუდში პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვშია შეყვანილი.

”ეს ადამიანი პასუხისმგებელია ამ უაღრესად სასტიკ დანაშაულზე, რომელიც მოხდა ამ ღამით”, – თქვა პეიზენმა.

სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები