საფრანგეთი ახალი წლის დადგომამდე კომენდანტის საათს აამოქმედებს

დღეიდან, საფრანგეთის მოქალაქეებისთვის ბუსტერ-დოზები ხელმისაწვდომი იქნება მათთვისაც, ვისაც სრული ვაქცინაცია 3 თვის წინ ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ჟან კასტექსმა გააკეთა.

ასევე ცნობილია, რომ ახალი წლის წინა ღამით ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, ორშაბათს ჩატარებულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღო. ახალი რეგულაციების მიხედვით, ასევე იკრძალება 2000 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება შიდა სივრცეებში, ხოლო გარესივრცეში მოქალაქეების თავშეყრა 5000 კაცზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს ღონისძიებების დროს. კაფე-ბარებში კი მხოლოდ მათ მოემსახურებიან, რომლებიც ვაქცინირებულები არიან. დაწესებულებაში არ დაიშვება ფეხზე მდგომი სტუმრები.

„ჩვენ ვკრძალავთ კონცერტებს, სადაც ადამიანებს დგომა მოუწევთ. ასევე დაწესებულებებს ეკრძალებათ მომხმარებლების მომსახურება და გამასპინძლება სასმელებით, თუ მათ დგომა უწევთ, ყველა კლიენტი მისთვის განკუთვნილ ადგილას უნდა იქნეს განთავსებული. აღნიშნული ეხება კინოთეატრებს, ბარებს, სპორტ დარბაზებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს“,- განმარტა ჟან კასტექსმა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ძალაში ახალი წლის 3 იანვრიდან შევა და 3 კვირის მანძილზე იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები