ავღანეთში ქალებს მამაკაცის გარეშე მარტო მოგზაურობა აეკრძალათ
“თალიბანის” მთავრობამ ავღანელი ქალების გადაადგილებასთან დაკავშირებული აკრძალვები გაამკაცრა.
BBC News-ის ინფორმაციით, “თალიბებმა” ქალებს მამაკაცი ნათესავის თანხლების გარეშე შორ მანძილზე მგზავრობა აუკრძალეს. საუბარია 72 კმ-ზე მეტ მანძილზე.
მათ ასევე მოუწოდეს სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს და ტაქსის მძღოლებს, უარი თქვან ქალების მომსახურებაზე, თუ ისინი ჰიჯაბს არ ატარებენ.
მანამდე, ავღანეთის პროვინციის ღაზნის მუკურის რაიონში “თალიბებმა” ექიმებს აუკრძალეს ავადმყოფი ქალების მოვლა, რომლებსაც, მამაკაცი ნათესავის ნაცვლად, საავადმყოფოში ნათესავი ქალი ახლავს.