ენერგოომბუდსმენი – „გაზი ყველაზე საშიში ნივთიერებაა, უკოპრომისოა, გვაქვს რისკის ზონები, სადაც კუსტარულად მოწყობილი ქსელები და საშიში დანადგარებია“
“გაზი ყველაზე საშიში ნივთიერებაა, უკოპრომისოა, შეუძლებელია, მასთან მიმართებით არ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები გვთავაზობენ”, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვარდიაშვილი ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღია წვის დანადგარების გამოყენება დახურულ სივრცეში ყოვლად დაუშვებელია.
„გაზის უსაფრთხოების თემა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. ამ საკითხზე განსაკუთრებით ცივი სეზონის დადგომამდე და სეოზონის პროცესში ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ. ბოლო პერიოდში უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ლეტალურად დასრულდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი აქტივობები გვქონდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მომხმარებელებს ვთოხვე, რომ შიდა ქსელებთან, გაზის დანადგარებთან მიმართებით ძალიან ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით. გაზი ყველაზე საშიში ნივთიერებაა, უკოპრომისოა, შეუძლებელია, გაზთან მიმართებით არ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც შესაბამისი მონიტორინგის ორგანო ან სპეციალისტები გვთავაზობენ.
ვაბობდი, რომ გვაქვს რისკის ზონები, რისკის უბნები, განსაკუთრებით – ძველი სახლები, სადაც კუსტარულად მოწყობილი ქსელები და საშიში დანადგარები არსებობს. არის ასევე ისეთი ტიპის დასახლებები, რომლებიც ფართებადაა დაყოფილი, გასაქირავებლად, დასაგირავებლად. ეს არის ისეთი ტიპის ფართები, სადაც, მაგალითად, 40 კვადრატული ფართი 4 ნაწილადაა გაყოფილი, თითოეულ მათგანში მოწყობლია როგორც გათბობის, ასევე – წყალგამაცხელებლი სისტემები. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის არცერთ დასახლებებში სწორად გამართული ქსელი არ მინახავს. ქსელიც არასწორადაა ხოლმე დამონტაჟებული, რაც იწვევს იმის საფრთხეს, რომ შეიძლება, იქ ან გაჟონვა ან ისეთი ტიპის შემთხვევა დაფიქსირდეს, რაც მომხარებელმა მარტივად ვერ შეამჩნიოს. მეორე რისკები წყალგამაცხელებლებთან დაკავშირებით გვაქვს, რომელიც ღია წვისაა და მათი გამოყენება დახურულ სივრცეში ყოვლად დაუშვებელია. ასევე, გამათბობლები, რომლებიც საცხოვრელებ ფართში არ უნდა მოვიხმაროთ, რადგან ჯანმრთელობისთვის საშიშია.
2019 წლიდან, როდესაც ამ წელს კატასტროფების წელი ვუწოდეთ, დასაწყისში დიდი დიღმის აფეთქება იყო, ჩვენი მხრიდან არაერთი მასშტბური სამუშაო ჩატარდა – დედაქალქის მასშტაბით ცნობიერების ასამაღებელი შეხვედრები და აქტივობები გაიმართა. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით „თბილისი ენერჯიმ“ დღე და ღამე იმუშავა იმისთვის, რომ, ფაქტობრივად, საცხოვრებელი ფართებიდან, ამოერიცხა ამ ტიპის დანადგარები, გამათბობლები თუ წყალგამაცხელებლები, რომლებიც დაუშვებელია, რომ იქ იყოს. მაგრამ, რასაკვირველია, საქმე 100 %-ით ვერ გამოსწორდებოდა. ამ რისკებს 100 %-ით ვერ მოვხსნიდით“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების კუთხით ინიციატივა თავად მომხმარებლებმა გამოიჩინონ.
„ამ კუთხით, თავად მომხმარებლებისა და მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ ინიციატივა თვითონ გამოიჩინონ, თუ რაიმე ეჭვი აქვთ, რომ გამათბობელი ძველია, წყალგამაცხელებლი ღია წვისაა და ერთხელ მაინც სმენიათ, რომ დაუშვებელია, ის საცხოვრებელ ფართში ჰქონდეთ, ამ რისკს ნუ დაუშვებენ, სიცოცხლის ფასად ნუ გარისკავენ. ამ კუთხით კომპანია დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრს მუშაობს, ამას რეგიონულ ქალაქებზე ვერ ვიტყვთ. ჩვენ რეგიონულ ქალაქებში ამ საკითხზე ბევრი სამუშაო გვექნება. მინდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს, მომხმარებელს ვთხოვო, ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ და, თუ ასეთი ტიპის დანადგრები სახლში კიდევ აქვთ, დაუყოვნებლივ შეცვალონ. თუ აქვთ ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია, ქსელში რაიმე სწორად არ იყოს დამონტაჟებული, ქსელიდან გაზი ჟონავდეს, როდესმე სუნი შეუჩნევიათ, დაუყოვნებლივ საავარიოს, შესაბამის სამსახურს მიმართონ, დაათვალიერონ, ქსელი და დანადგარებიც მათი რეკომენდაციით შეცვალონ“, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში პრობლემას ქმნიდა ის, რომ შიდა ქსელების მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობდა. როგორც ვარდიაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეები ბინებში საკუთარი სურვილის მიხედვით აპროექტებდნენ იმას, თუ სად იქნებოდა განთავსებული სამზარეულო, სააბაზანო, როგორ მოეწყობოდა გაზის ქსელი, იქნებოდა თუ არა იქ სავენტილაციო ან საკვამლე მილები.
„საკანონმდებლო ცვლილებებზე 2019 წლიდან ძალიან დაზუსტებით ვისუბრეთ დ განვმარტეთ, ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა სად გვაქვს. მივედით დასკვნამდე, რომ ვერ ვარეგულირებდით, არ გვქონდა შიდა ქსელების მომწესრიგებელი ნორმები, შიდა ქსელები თუ რა სახით უნდა გაკეთდეს. მაგალითად, როცა სახლის რემონტი იწყებოდა, შესაძლებელი ხდებოდა, მოქალაქის სურვილით დაპროექტებულიყო როგორც დიზაინი, რაც აბსოლუტურად უწყინარი საქმეა, ასევე ის, თუ სად იქნებოდა განთავსებული სამზარეულო, როგორ მოეწყობოდა ქსელი, იქნებოდა თუ არა იქ სავენტილაციო ან საკვამლე მილები და ა.შ. ეს არ არის 2- 3 წლის წინანდელი პრობლემა. დაახლოებით, 20-25 , ან უფრო მეტი წლებიც ასე მოვდივართ. ყველა საკუთარი სურვილით აპროექტებდა სამზარეულოს, სააბაზანოებს. საკვამლე და სავენტილაციო მილებმა ფუნქცია დაკარგეს. ამას არავინ იცავდა. მაგალითად, საძინებლებში გადატანილი სამზარეულო ბევრჯერ მინახავს. ეს დაუშვებელია. საძინებელი არ არის საკვამლე და სავენტილაციო მილით აღჭურვილი.
ამიტომაც, ასეთი შეცდომები დაგროვდა. დღეისათვის მივიღეთ ის, რომ აბსოლუტურად საფრთხისშემცველი შენობები გვაქვს, რომელიც მხოლოდ ერთ ოჯახს კი არ უქმნის საფრთხეს, რომელმაც ეს საკუთარი სურვილით გააკეთა, არამედ მთლიანად კორპუსს უქმნის საფრთხეს. კანონმდებლობა ამ კუთხით რომ უნდა დაწერილიყო და მიგვეღო, ამაზე შევთანხმდით და, ფაქტობრივად, კრებული ავკინძეთ. ეს დამუშავების ეტაპზეა. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. თუ ავდგებოდით და ამდენი წლის სისტემას ერთი ხელის მოსმით, ერთი კანონის დაწერით შევცვლიდით, უფრო მეტ ქაოსს მივირბდით. ამიტომ, სვლა პრაქტიკული გზით გავაგრძლეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ახალ შენობებში ქსელი აბსოლუტურად გამართულად იქნება მოწყობილი, იქ მოქალაქე საკუთარი სურვილით ვერაფერს გადააკეთებს. ასევე, შენობა დეტექტორებით იქნება აღჭურვილი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ახალ შენობებში მაინც გვაქვს დეტექტორები, საკმაოდ კარგად მოწყობილი ქსელებია, აღარ დგას ისეთი დანადგარები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. სამუშო დაგვრჩა განსაკუთრებით ძველ კორპუსებსა და ქსელებში. ამას დაარეგულრიებს ის ნორმატიული აქტები, რომლებიც, საბოლოოდ, მაინც მიღებული იქნება და შემდეგ ყველასთვის სავალდებულო გახდება“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე