რიაბკოვი: რუსეთი ითხოვს, ნატო-მ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღების დაპირებაზე

MOSCOW, RUSSIA - MAY 18, 2020: Russia's Deputy Foreign Minister Sergei Ryabkov seen after giving an online lecture for students of the Moscow State Institute of International Relations (MGIMO University). Russian Foreign Ministry Press Office/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Çàìåñòèòåëü ìèíèñòðà èíîñòðàííûõ äåë ÐÔ Ñåðãåé Ðÿáêîâ ïîñëå îíëàéí-ëåêöèè äëÿ ñòóäåíòîâ ÌÃÈÌÎ. Ïðåññ-ñëóæáà Ìèíèñòåðñòâà èíîñòðàííûõ äåë ÐÔ/ÒÀÑÑ

მოსკოვი ითხოვს, ნატო-მ ოფიციალურად გააუქმოს 2008 წლის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსში შეძლებენ გაწევრიანებას, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

„ჩვენ აბსოლუტურად მტკიცედ ვამბობთ, რომ მოვითხოვთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალურ გაუქმებას იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“, – განაცხადა მან ჟურნალ „მეჟდუნაროდნაია ჟიზნ“-თან ინტერვიუში.

დიპლომატმა ასევე თქვა – „ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს შემდგომი გაფართოება, პრინციპში, უნდა გამოირიცხოს“.

რიაბკოვის თქმით, ალიანსის მთელი საქმიანობა „უნდა დაბრუნდეს იმ პოზიციებზე, რომლებიც არსებობდა რუსეთ-ნატო-ს ფუნდამენტური აქტის ხელმოწერის დროს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები