აგრარული დარგის ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის კვლევით ორგანიზაციასთან მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ახალგაზრდა მეცნიერთა ცოდნისა და გამოდილების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის წამყვან კვლევით ორგანიზაციასთან (NIAB) თანამშრომლობას იწყებს, – ამის შსახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაფორმდა, რომელიც საქართველოს ელჩის სოფიო ქაცარავას, NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარიო კაკამოს და ინოვაციური კლასტერის პროგრამის Growing Kent and Medway ხელმძღვანლის, ნიკოლა ჰარის მიერ იყო შეთანხმებული.
„დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა და დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობა გვაკავშირებს. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს წამყვან ქართველ და ბრიტანელ მკვლევრებსა და ექსპერტებს გამოცდილებისა და ცონის გაზიარებაში“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
NIAB-ი დიდ ბრიტანეთში სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი მზარდი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელსაც მცენარეთა გენეტიკის, აგრონომიის და მონაცემთა ბაზის შეგროვების კუთხით ფართო შესაძლებლობები გააჩნია. NIAB-ი წარმატებულად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, საგანმანათლებლო, ასევე ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან. „ახალი საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მემცენარეობის დარგის და ტექნოლოგიების განვითარებასა და გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა მკვლევარების განვითარებასა და მათ კარიერულ ხელშეწყობაზეა გამახვილებული. მოხარული ვიქნებით, ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს NIAB-ში ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორმა, მარიო კაკამომ.