საქართველოში კორონავირუსს კიდევ 71 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 71 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 193 პაციენტი.