,,ჩიხურას“ გამარჯვების შემდეგ მოედანზე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება დაიწყო (ვიდეო)
პენალტების სერიის შემდეგ გახარებული მუმლაძის ემოციამ, რომელმაც თურქების კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, სტუმართა გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. “ბურსას” ფანებმა მოედანზე ბოთლები და სკამები ისროლეს, თურქი ფეხბურთელებიც, რა თქმა უნდა, თავისიანებს გამოექომაგნენ. მალევე, სტადიონის დაცვის სამსახურის ჩარევით, თითქოს, ყველაფერი ჩაწყნარდა. მეორე დიდი დაპირისპირება საპრესკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა, სადაც “ბურსას” მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა ქართველ ჟურნალისტებს ყვირილი დაუწყო. ჩვენს შორის თურქულის მცოდნე კოლეგაც აღმოჩნდა, რომელმაც გაიგო, როგორ უთხრა სტუმართა დამრიგებელს თურქმა ჟურნალისტმა – ქართველებისთვის არაფერი ეთარგმნათ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ZtbmdMCRU_U” width=”560″ height=”315″]