პრემიერმინისტრის ინიციატივით, თერჯოლაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თერჯოლაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი  მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა.

დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდა, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი შეუერთდნენ.

ლაშა გოგიაშვილმა თერჯოლის მოსახლეობასა და მოწვეულ სტუმრებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა, ასევე, ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საახალწლო დღეების გალამაზებისთვის.

საღამო მუსიკალური ჯგუფი ,,არა“-ს კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

საახალწლო ღონისძიებები, პრემიერმინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები