ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი

“მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა.

„ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციებს, რომელიც შეეხება მკურნალობის, ტესტირების და მათ შორის ვაქცინაციის ნაწილს. ჩვენ მივყვებოდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან იყო დადებული, თუმცა, მე არაერთხელ აღვნიშნე და და ახლაც აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება გავაკეთოთ 60 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ვინაიდან ეროვნულ კალენდარშიც სწორედ ეს იყო გათვალისწინებული, რომ მნიშვნელოვანია ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება“,-განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები