ამირან გამყრელიძე: პოსტზე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი მინისტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დარჩება თუ არა ის დაკავებულ თანამდებობაზე, ჯანდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, მისთვის ჯანდაცვის მომავალი მინისტრის ვინაობა არის თუ არა ცნობილი, გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იცის.

რაც შეეხება კითხვას, იცნობს თუ არა ზურაბ აზარაშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება, გამყრელიძე აცხადებს, რომ პირადად არ იცნობს.

„მე პოსტზე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი მინისტრი. მე ვიცი ის, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, პირადად არ ვიცნობ, თუ ის დაინიშნება მინისტრად, რა თქმა უნდა, გვექნება შეხვედრები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები