ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას პატიმრობა მიესაჯა

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს. გამოძიება საჯარო მოხელეებს რამდენიმე ათასი ლარის გაფლანგვას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება.

პატიმრობა მიესაჯა ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ რამდენიმე პირსაც, კერძოდ, ზური ყურუას და ლევან ჩოჩია 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ნიკოლოზ გრიგოლია – 2 წელი.

სასამართლო პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები