ლევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიაში გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვასაძე ფესტივალ „კაზანტიპის“ გაუქმების ინიციატივით აქციას გეგმავს, არ შეესაბამება სიმართლეს.
“გუშინ ჩემს სახელთან დაკავშრებით ინტერნეტში გავრცელდა მორიგი მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მე ამჯერად საზოგადოებასა და სამღვდელოებას მოვუწოდებდი შაბათს კანცელარიასთან აქციის ჩასატარებლად “კაზანტიპის” გაუქმების მოთხოვნით.
სინამდვილეში მე მომმართეს ჩემმა მეგობრებმა წინადადებით მომეწერა ხელი საპროტესტო სამოქალაქო პეტიციაზე “კაზანტიპთან” დაკავშირებით, რაზეც მე დავთანხმდი. მთელი “აქცია” კი, როგორც მე ვიცი, იმაში მდგომარეობს, რომ პეტიციის ტექსტს შაბათს მიიტანენ კანცელარიაში.
პირადად მე არავითარი აქციის ორგანიზატორი არა ვარ და ამ კონკრეტულ აქციაზეც, თუ კი იგი ჩატარდება, არ ვიქნები, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკმარისად მიმაჩნია ჩემი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად ხელის მოწერა საპროტესტო პეტიციაზე, რომლის ტექსტიც შაბათს გადაეცემა ხელისუფლებასა და პრესას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები