იტალიაში კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 50 ათასს გადასცდა

პანდემიის დაწყებიდან პირველად, იტალიაში Covid-19-ის შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია –ANSA წერს.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსი 50 599 ადამიანს დაუდასტურდა, 141 ადამიანი კი გარდაიცვალა.

იტალიის მთავრობამ COVID-19-თან საბრძოლველად ახალი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. ასევე დაიხურა ღამის კლუბები და საცეკვაო დარბაზები, 31 იანვრამდე აიკრძალა ღია ცის ქვეშ ხალხმრავალი წვეულებების გამართვა, ასევე 9-დან 6 თვემდე შემცირდა ვაქცინირებულ პირებზე გაცემული კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადა.

ANSA-ს ცნობით, წინა ანტირეკორდი გუშინ, 24 დეკემბერს დაფიქსირდა და კორონავირუსის 44 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები