გერმანიაში ღამის კლუბები იხურება – ქვეყანა კორონავირუსის მეხუთე ტალღას ებრძვის
გერმანიაში შეკრებები 10 ადამიანზე განისაზღვრა, ღამის კლუბები კი დაიხურება – “ევრონიუსის” ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსის მეხუთე ტალღის გამო მიიღო.
დიდი ღონისძიებები, როგორიცაა საფეხბურთო მატჩები, პუბლიკის გარეშე ჩატარდება. ახალი რეგულაციები ძალაში 28 დეკემბრიდან შევა.
რეგულაციების მიხედვით, შეზღუდვები დაწესდება არავაქცინირებულებისთვის – მაღაზიების ნაწილსა და სხვა დაწესებულებებში მოქალაქეები ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ვერ შევლენ.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, რობერტ კოხის ინსტიტუტმა დიდი ბრიტანეთი “საშიშ ზონად” დაასახელა, რაც ნიშნავს, რომ ყველა, ვინც დიდი ბრიტანეთიდან ჩადის გერმანიაში, უნდა წარადგინოს ნეგატიური PCR ტესტი და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად.