აშშ-ს ეკლესიები საშობაო წირვებს აუქმებენ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო
კორონავირუსით ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფროდაუფრო მეტი ეკლესია აუქმებს საშობაო წირვაზე ადამიანების დასწრებას.
ზოგი ეკლესიის წინამძღვარმა კი სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო მრევლის სასარგებლოდ და საშობაო წირვის ჩატარება არა ეკლესიაში, არამედ ეზოში გადაწყვიტა.
გაუქმებული საშობაო წირვის ჩამონათვალში აშშ-ის ისეთ ცნობილ საკატედრო ტაძრებს ნახავთ, როგორიცაა: ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი, წმინდა ჯონის საეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი ნიუ-იორკში და ყველასათვის ცნობილი, ისტორიული სამხრეთ ბოსტონის ტაძარი.