ბორის ჯონსონმა საშობაო მიმართვისას ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარასკევს,  წინასაშობაო მიმართვაში, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა “კოვიდ19”-ის წინააღმდეგ ბუსტერ-დოზების მიღებისკენ.
„საშობაო საჩუქრებთან ერთად, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ არსებობს, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ოჯახის წევრებისთვის და მთელი ქვეყნისთვის – ეს არის ვაქცინაცია და ბუსტერ დოზები- არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პირველი, მეორე თუ მესამე დოზა“,- აღნიშნა ბორის ჯონსონმა წინასაშობაო მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 120 000-ზე ავიდა, მაინც უკუაგდო ქვეყნის პარლამენტის მიერ შეთავაზებული საშობაო შეზღუდვები. გასულ წელს ჯონსონმა საშობაოდ სახლში იზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა წელს, მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანი საყოველთაო ვაქცინაციაზე ფოკუსირება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები