პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, გენერალური ინსპექციის, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შეფასების სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც ირაკლი შოთაძის განცხადებით, ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას და პროკურატურის შემდგომ განვითარებას. საბჭოს პროკურატურის ორგანოსა და გენერალური პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა ინდივიდუალურად მიაწოდეს ინფორმაცია წასახალისებლად წარმოდგენილი თანამშრომლების დატვირთვის, პროფესიული უნარ-ჩვევების და წახალისების სხვა საფუძვლების შესახებ, რომლის შემდეგ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და ღია კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება პროკურატურის თანამშრომლების წახალისების თაობაზე.

„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემას საქართველოს გენერალური პროკურორი ამტკიცებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები