გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ99-დან კმ102 მონაკვეთამდე (გუდაურიდან პირველი გვირაბის შესასვლელამდე) ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და შესაძლებელია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. ზვავსაშიშროების უბანი ამჟამად მხოლოდ კმ102-კმ105-ზეა და 3 კილომეტრამდეა შემცირებული. ამ დროისთვის გუდაური კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პირველი მხრიდან სამუშაოები გრძელდება კმ93-დან კმ102-მდე, ხოლო მეორე მხრიდან – კმ107-დან კმ105-მდე მონაკვეთზე.