სოფიაში „იმუნიზაციის ბარი“ გაიხსნა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ვაქცინაციის ბარი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, სასიამოვნო ატმოსფეროთი და მუსიკით დატკბნენ, ჩაიტარონ ვაქცინაცია და დააგემოვნონ სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელი.
არაჰოსპიტალურ სივრცეში მოწყობილ იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეებს, წინასაახალწლოდ, ასევე შეუძლიათ, უბრალოდ სასიამოვნო გარემოთი დატკბნენ და მეტი ინფორმაცია მიიღონ „კოვიდ-19“-სა და ვაქცინაციის საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ ბარი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში, სადაც უკვე არაერთმა ადამიანმა ჩაიტარა იმუნიზაცია.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთს, ევროპის სახელმწიფოებს შორის, საყოველთაო იმუნიზაციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ხოლო გარდაცვალების მხრივ  მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

წყარო: https://www.euronews.com/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები