თეთრი სახლი: თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას, მოხდება ის, რაც მას არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაცია გაგრძელდება, ნატო-ს პოტენციალი გაიზრდება, თანაც – რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ბევრად ახლოს და არა – შორს.

ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა სატელეფონო ბრიფინგზე განაცხადა, რომლის ჩანაწერი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, – წერს უკრაინული მედია.

„ამ სამუშაოდან, რომელიც ევროპელ მოკავშირეებთან მოქმედებების კოორდინაციას გულისხმობს, და ნატო-ს, ევროკავშირის, G7-ის განცხადებებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს იმას, რაც შეიძლება, მოხდეს, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ, სერიოზული ხარჯი გავწიოთ, რაც დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას და მიიყვანს ქვეყანას ზუსტად იქამდე, რაც მათ არ სურთ: ნატო-ს შესაძლებლობების გაზრდამდე და არა მის შემცირებამდე რუსეთთან უფრო ახლოს და არა – დაშორებით“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს ყველაფერი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აცნობეს, ამავდროულად, კრემლს მკაფიოდ მიახვედრეს, რომ მას შეუძლია, სხვა გზა აირჩიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები