1 კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კოვიდით 1.4 მლნ ადამიანი დაავადდა
გასულ კვირას, 1 კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კოორნავირუსით 1.4 მილიონი ადამიანი დაავადდა, – ინფორმაციას ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ხუთშაბათს ბრიტანეთში 119 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათასს ოთხშაბათს გადასცდა, როდესაც ინფექციით 106 122 ადამიანი დაავადდა.
გუშინ ბრიტანეთში „ომიკრონის“ 16,817 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ახალი შტამით ინფიცირებულების საერთო რაოდენობა ქვეყანაში, ამ დროისთვის, 90 906-ია.