გერმანიაში “ომიკრონით” პირველი ადამიანი გარდაიცვალა – ჰოსპიტალიზებულია 48 პაციენტი
გერმანიაში “ომიკრონის” დიაგნოზით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტის ასაკი 60-დან 69 წლამდე იყო.
გერმანიაში სამშაბათიდან ოთხშაბათამდე 1 დღეში ომიკრონის 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც წინა დღის მონაცემები 25%-ით გაზარდა. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში ახალი შტამით 3198 ადამიანია დაინფიცირებული. 48 პაციენტი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
გერმანიის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, “ომიკრონი”, ძირითადად, 15-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული, ამ კატეგორიაზე 1500-მდე შემთხვევა მოდის. 1050 შემთხვევა კი 34-დან 59 წლამდე ადამიანებს შორის დაფიქსირდა.
გერმანიაში ვარაუდობენ, რომ “ომიკრონი” 2-3 კვირაში დომინანტი შტამი გახდება.