გლდანში ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა, დაშავდა 5 ადამიანი

გლდანში ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა, დაშავდა 5 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

რამდენიმე წუთის წინ უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში. ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ! არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახიᲡ და მეზობლების სიცოცხლეს“, – წერს „თბილისი ენერჯი“ Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები