ბელორუსის მხრიდან პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას 48 მიგრანტი დააკავეს

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა ბელორუსი-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა აღკვეთა, რომელიც განხორციელდა 48 მიგრანტის მიერ, – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღინიშნა, რომ ერაყელი მიგრანტების დიდი ჯგუფი პოლონეთში შესვლას მდინარის გავლით ცდილობდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ “უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბელორუსის სამსახურები ეხმარებოდნენ”. მიგრანტები დააკავეს.

ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე დაძაბული ვითარება რამდენიმე კვირაა, გრძელდება. დასავლეთი ალექსანდრე ლუკაშენკოს ახლო აღმოსავლეთის ცხელი წერტილებიდან ქვეყანაში ათასობით მიგრანტის მიზანმიმართულად შეყვანაში ადანაშაულებს, რომ შემდგომ მათი ევროკავშირის ქვეყნებში გადაყვანა მოხდეს.

პოლონეთსა და ლიეტუვაში, ლუკაშენკას მიერ პროვოცირებული მიგრაციული კრიზისის გამო, მავთულხლართებს აღმართავენ.

ევროპაში ბელორუსის ტერიტორიიდან არალეგალურ მიგრაციას ბელორუსის რეჟიმის „ჰიბრიდულ აგრესიას“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები