ინდოეთში, სასამართლოს შენობაში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, პენჯაბის შტატში, სასამართლოს შენობაში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Zee TV ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

აღინიშნება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მეორე სართულზე მდებარე საპირფარეშოში იყო დამონტაჟებული.

აფეთქების შედეგად, ტუალეტის კედლები ჩამოინგრა, რამაც ბევრი შუშა ჩაამსხვრია როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე, მეზობელ შენობებში.

პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები