Bloomberg: “ომიკრონით” ინფიცირების რისკი თვითმფრინავში იზრდება

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის სამედიცინო ექსპერტმა, დევიდ პაუელმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში კორონავირუსით დაინფიცირების რისკი ორ-სამჯერ გაიზარდა “ომიკრონის” შტამის გამო.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

პაუელის თქმით, ბოლო კვირებში ახალი შტამი მთელს მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა და ახალი წლის წინ თვითმფრინავებში მგზავრების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

„როგორც უნდა იყოს რისკი „დელტას“ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ის ორჯერ-სამჯერ უფრო მაღალი იქნება, როგორც ამას სხვა პირობებში ვაკვირდებოდით“, – თქვა მან.

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეკონომკლასი უფრო საშიში იქნება, ვიდრე – „ბიზნესი“, ვინაიდან ამ სექტორში გაცილებით მეტი ადამიანია.

პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რისკების შესამცირებლად აუცილებელია ანტიკოვიდური შეზღუდვების დაცვა: ნიღბების ტარება, რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოთ სალონში ზედაპირებს და მინიმუმამდე დაიყვანოთ პირისპირ კონტაქტი სხვა მგზავრებთან.

ასევე, ექსპერტი გამოდის რჩევით, “არ ჭამოთ მეზობელთან ერთდროულად, რომ გამოირიცხოს სიტუაციები, როდესაც ორი ადამიანი ერთდროულად იქნება ნიღბების გარეშე”.

თუმცა, მისივე თქმით, აეროპორტებში უსაფრთხოების ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე – თვითმფრინავებში და სწორედ იქ არის მგზავრების ინფიცირების ალბათობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები