ეროსი კიწმარიშვილის ძმა გამოძიებაში უცხოელი ექსპერტების ჩართვას არ ადასტურებს
რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშილის ძმა ზურაბ კიწმარიშილი მთავარ პროკურატურაში, პროკურორებს და გამომძიებლებს საკუთარი ინიციატივით შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, ბალისტიკური ექპერტიზა უკვე ჩატარებულია, თუმცა მისი თქმით, შედეგებზე საუბარი ჯერჯერობით არ შეუძლია.
კიწმარიშვილმა გამომძიებლებთან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა, იმის შესახებ, რომ საქართველოში შესაძლოა უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქმის ძიებაში ჩაერთვებიან. კიწმარიშვილის თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას გამოძიება არ ადასტურებს.
ბალისტიკურ ექსპერტიზა ქართველმა ექსპერტებმა ჩაატარეს, თუმცა ოჯახი წინააღმდეგი არ არის, რომ ამ საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ.
„პროკურატურამ, რომელიც იძიებს ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალების საქმეს, უცხოეთიდან მოიწვია ექსპერტ-კრიმინალისტ- პრაქტიკოსები და ამის შესახებ ოჯახის წევრები საქმის კურსში იყვნენ. მაშინვე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ინფორმაცია გადამემოწმებინა, ვიყავი პროკურორთან და ამის შესახებ კითხვები დავუსვი. შემიძლია გითხრათ, რომ მათი მხრიდან ასეთი ჩართულობის შესახებ თხოვნა არ ყოფლია. ბუნებრივია არც ჩვენ, ოჯახს არ მიგვიღია ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომ ვინმე მოგვეწვია და ჩართულიყო გამოძიების პროცესში. ექსპერტიზის პასუხი შეიძლება ახლაც არის, შეიძლება ხვალ იყოს, შეიძლება სამ დღეში, მაგრამ იქ რა წერია, ჩვენ ამას ამ ეტაპზე ვერ გავიგებთ. ეს დეტალები აქვს გამოძიებას და გამოძიება ჩვენ არ გვაძლევს უფლებას, რომ გამოძიების პროცესში რაიმე ინფორმაცია გამოვიტანოთ“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.