ლავროვი სტოლტენბერგს ურჩევს, ახალი სამსახური იშოვოს
“ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უნდა გადადგეს, რადგან საკუთარ მოვალეობებს ვერ უმკლავდება”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეარხ RT-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოება ეფუძნება თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპს, რომლის მიხედვითაც „ნატო-ს არცერთი სახელმწიფო, არც ეუთოს მონაწილე, არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების შელახვით“.
„თუ სტოლტენბერგი ფიქრობს, რომ ნატო-ს წევრებს აქვთ უფლება, შეაფურთხონ ამ პრინციპებს, რომელიც ასახულია უმაღლეს დონეზე მიღებულ დოკუმენტებში, მაშინ, ალბათ, ნამდვილად დადგა დრო, სხვა სამსახურში გადავიდეს, რადგან საკთარ მოვალეობებს ის ვერ უმკლავდება”, – თქვა მან.