ომბუდსმენი: შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები

 

“შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია”, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას.

ომბუდსმენის თქმით, სასურველია, პოლიტიკური პროცესები პარლამენტში წარიმართოს.

„შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს. ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით. ვფიქრობ, ეს გზა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა, პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას მიმართავენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები