Die Welt: ნატო-მ სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა
ნატო-ს სარდლობამ, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პირველად მიიღო კონკრეტული ზომები და სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა, რომლის შემადგენლობაშიც 40 ათასი ადამიანია.
ამის შესახებ Die Welt ალიანსში მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ცნობით, 6400 კაცისგან შემდგარი გაერთიანებული მაღალი მზადყოფნის ოპერატიული ჯგუფის კრიზისულ ზონაში განლაგებისთვის პერიოდი შვიდიდან ხუთ დღემდე შემცირდა.
აღინიშნება, რომ მზადყოფნის დონე გაზრდილია ასევე სპეცოპერაციის ძალებისა და ლოგისტიკური სამსახურებისთვისაც. თუმცა, საუბარი არ მიდის კრიზისულ ზონაში გაგზავნაზე.
გამოცემა წერს, რომ ეს ზომები მიიღება არა მხოლოდ უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, არამედ – ისეთი ქვეყნების თავდაცვის გასაძლიერებლად, როგორებიცაა პოლონეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.