თურქეთში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს

თურქეთში, ბეირუთში აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენელი, აშშ-ის მოქალაქე დააკავეს.

აშშ-ის მოქალაქე ეჭვმიტანილია სირიის მოქალაქისთვის საკუთარი პასპორტის მიყიდვაში.
მედიის ინფორმაციით, ის გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას.
სტამბოლის უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღინიშნება, რომ “11 ნოემბერს სტამბოლის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის დროს, დადგინდა, რომ სირიის მოქალაქე რ.ს. გერმანიაში სხვა პირის პასპორტის წარდგენით ცდილობდა გაფრენას. გამოძიების დროს დადგინდა, რომ პასპორტი ეკუთვნოდა ბეირუთის საკონსულოში მომუშავე, აშშ-ის მოქალაქე, დ. დჟ. კ-ს“.

სათვალთვალო კამერების შესწავლამ აჩვენა, რომ მამაკაცები სტამბოლის აეროპორტში შეხვდნენ და ერთმანეთს ტანსაცმელი გაუცვალეს, რის შემდეგაც ამერიკის მოქალაქემ სირიის მოქალაქეს პასპორტი 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ გადასცა.

ფულის კონვერტი ჩხრეკისას იქნა ნაპოვნი.

ძალოვნებმა ორივე ეჭვმიტანილი დააკავეს, მოგვიანებით, სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე დააკავა, ხოლო სირიელი გაათავისუფლეს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერის სანაცვლოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები